|
2021-04-09 11:05:02, 967 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ლიეტუვას ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა. კოლეგასთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის ლიეტუვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ლიეტუვას ჩართულობა, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და თავდაცვის ტრანსფორმაციაში ლიეტუვას მხარდაჭერა, ასევე თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით - ის საკითხები იყო, რაზეც კოლეგებმა გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრები დელეგაციის წევრებთან ერთად ანტაკალნისის სასაფლაოზე გაემგზავრნენ, სადაც 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუვას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველი ოფიცრის საფლავი. დათიკო მაჭავარიანი 1918 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის ემიგრაციაში პოლონეთში გადავიდა. დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)