20:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 17:11:23, 1016 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ხონში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. მან დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერა.

ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონის და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე ყაზარმების სრული შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ყველა შენობა უმაღლესი სტანდარტით მოეწყო და აღიჭურვა სველი წერტილებით, დამონტაჟდა კონდიცირება - ვენტილაციის სისტემები, სრულად განახლდა ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და საინჟინრო ქსელებს, მოხდა გარე ფასადების რეკონსტრუქცია, ტერიტორიის გამწვანება და გარე განათების დამონტაჟება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics