12:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 12:04:38, 4040 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავდებები ჰქონდა

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავდებები ჰქონდა.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.

„დღეს დაფიქსირდა სამწუხაროდ ბიოლოგიური სიკვდილის კიდევ ერთი ფაქტი 72 წლის ქალბატონთან, რომელიც შემოსულია კლინიკაში 14 აპრილს. ძირითადი დიაგნოზი ეს არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე ნეოკარდიოვირუსული ენდოკადეტის სინდრომი, ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, ასევე ჰიპერტენზია, მორბიტული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics