11:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 23:18:54, 17188 ნახვა

ევროპის ამბები
ბასილ კობახიძე - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ, ეკლესიებში ეპიდაფეთქება იქნება

რელიგიადმცოდნე და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე საპატრიარქოს ტაძრებში ხალხმრავლობის გამო აკრიტიკებს, მისი თქმით ეკლესიებში ეპიდაფეთქება იქნება.

"თქვენ, ვინც ამას კითხულობთ, ხომ ხართ ნორმალური ხალხი, ხომ ხედავთ მარტო დღეს რამდენი ხალხი შეიკრიბა ეკლესიებში, ხომ იცით რომ ეპიდაფეთქება იქნება. მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ. ხომ იცით რომ მარტო აღდგომაზე არ დაინფიცირდება ხალხი, არამედ დღესაც, ხვალაც, რადგან საპატრიარქო ოფიციალურად იწვევს ხალხს რომ მრავალჯერ შეიკრიბონ და არავინ იღებს ხმას." - აცხადებს ბასილ კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ არქიდიაკონის ინფორმაციითვე, სამებაში ვნების კვირეულის ღვთისმსახურებები და სააღდგომო ლიტურგიაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, იქნება ლიტანიობა.
"სამშაბათს საღამოს 4 საათზე შვიდგზის ზეთისცხება იქნება, შაბათს დილით 7 საათზე შესრულდება წესის აგება, იქნება ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. შაბათს საღამოს 22 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ხოლო 12 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics