17:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 09:43:41, 686 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია

 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსი ეწვია.

დღეს ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. 09:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული მოლაპარაკებები.

ირაკლი ღარიბაშვილი და ალგირდას ბუტკევიჩიუსი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics