2018-11-23 17:09:02, 4375 ნახვა
სხვადასხვა
პოროშენკოს რეიტინგებში ცნობილი კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი უსწრებს
უკრაინული კომპანია "სოციოპოლისის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 10,8% ხმას ცნობილ მსახიობსა და კომიკოსს ცლადიმერ ზელენსკის მისცემდა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ამავე გამოკითხვის თანახმად ხმების მხოლოდ 7.8% დააგროვა.
ექსპერტები შეფასებით, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს უკრაინაში, ზელენსკი მეორე ტურში გავა და გამარჯვებას მოიპოვებს
რაც შეეხება პირველი ტურის განვითარების შესაძლო სცენარს ის ასე გამოიყურება: ტიმოშენკომ გამოკითხვის მიხედვით 18.5% მიიღო, ვლადიმერ ზელენსკიმ 10.8%, პეტრო პოროშენკომ 7.8%, ანატოლი გრიცენკომ 7,8% და იური ბოიკომ 7.4%.
გამოკითხვის თანახმად, თუ ვლადიმრ ზელენსკი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მას საკმაოდ კარგი შანსები აქვს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი სავარაუდოდ მეორე ტურშიც ვერ გავა.
ავტორი: ,