10:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 14:46:11, 1628 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება

პარლამენტში კომიტეტის თავმჯომარეები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივ და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საუბარი საკონსტიტუციო კომისიასაც შეეხო. მისივე თქმით, ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, შედგება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო კონკრეტული ინიციატივები და ჩვენ შევჯერდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. თანამშრომლობა გაგრძელდება ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ბევრი კონკრეტული საკითხი განვიხილეთ. საკონსტიტუციო კომისიაზეც იყო საუბარი. ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ფორმატი, რომელიც დაფუძნდება საქართველოს პარლამენტის მიერ, ვისაუბრეთ თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოებზე და ასევე საკითხებზე, რაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება კომისიამ, მათ შორის საარჩევნო საკითხები, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული მგრძნობიარობით, ყველა საკითხზე რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, შედგება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics