21:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:47:19, 951 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი: ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ზეწოლებზე ლაპარაკი, იმედია მათაც არ დაკითხავენ

თუ უცხოელებსაც დაკითხავენ, შეიძლება მათაც მისცენ ჩვენებები რასთან დაკავშირებით იყო ზეწოლები - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამ განცხადების გაკეთების გამო უცხოელებს არ დაკითხავს.

"იმდენი ვისაუბრე ზეწოლებზე, რომ ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და იმედია მათაც არ დაკითხავენ პროკურატურაში. თუ დაკითხავენ შეიძლება მათაც მისცენ ჩვენებები, რასთან დაკავშირებით იყო ზეწოლები. ამ იდეამაც გაიჟღერა”, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფერდის თორგეირსდოტირიმის განცხადებით, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics