|
2015-03-12 12:43:01, 477 ნახვა
საზოგადოება
2016 წელს ენგურჰესის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება
„2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, შეფერხებების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აწვდიდა და მომავალშიც მიაწვდის ელექტროენერგიას. „ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ეს წლებია გამყარებულია კარგი ურთიერთობა, ახლაც გრძელდება. იცით რომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროსადგურებზე, გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ მოვინახულეთ ენგურის ჰიდროაგრეგატები, რომელიც განთავსებულია საბერიოში. 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალინ მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით. იცით, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მომარაგებაზე. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ვაწვდით ელექტროენერგიას, ამ ყველაფრის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ტარდებოდა და ჩატარდება... ჩვენ ვიღებთ ხარჯებს ჩვენს თავზე. იყო პრობლემები, როდესაც პრობლემები ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურს და ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზეთს, რომ ჩაბნელებული არ ყოფილიყო“,-განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის საკითხებზე კონსულტაციებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კომპანიის წარმომადგენლებთან სისტემატურად ახორციელებს.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)