16:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 14:03:00, 936 ნახვა

სხვადასხვა
„სამეფო კარის თამაშების“ პროდიუსერების ინფორმაციით, სერიალი მე-8 სეზონით დასრულდება

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, მაყურებელი 7 სერიას ნახავს, ხოლო ფილმის გადაღებები ზაფხულის მიწურულს დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მე-7 სეზონს ისლანდიაში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გადაიღებენ.

ცნობისთვის, ჩვეულებრივ, სერიალის ახალი სეზონები აპრილში გამოდის.

"ვინაიდან მე-6 სეზონის დასასრულს ფილმში ზამთარი მოდის, მზიანი ამინდები გადაღებებს არ შეეფერება", - განაცხადეს ფილმის პროდიუსერებმა.

მათივე თქმით, სერიალი მე-8 სეზონით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics