10:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 15:27:09, 850 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძე ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტიდან გამომდინარე, ახალ საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე მშენებლობის გამო ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება.

„მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს.

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია ქვეყნისთვის, აჭარის მოსახლეობისთვის ამ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის და ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, - აცხადებენ აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics