19:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-24 23:31:35, 3990 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი- მე ვიცი, როგორ დავასრულო ქვეყანაში გაბატონებული დანაშაული

„ვიცი, როგორ დავასრულო ქვეყანაში გაბატონებული დანაშაული და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებ საქართველოს დახმარებას“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საკუთარი დადებითი და უარყოფითი გამოცდილება შეიძლება ქვეყანას დაეხმაროს.

„ბათომში, იმ სახლის მოპირდაპირედ, სადაც ალისა რამდენიმე დღით აპირებდა დასვენებას, გუშინწინ მამაკაცს ესროლეს. მახსოვს მსგავსი კრიმინალური სიტუაცია 90-იანი წლების დასაწყისში. დანაშაულის გავრცელება, მისი შეკვეთილი მკვლელობებითა და ქუჩებში „უკანონობით“, გარდაუვალია, როდესაც ქვეყანას მართავს კლასიკური მაფია დონ კორლეონეს, ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც თავის ბიზნეს პრობლემებს დაპატიმრებებით და შემდეგ ციხეში ანგარიშსწორებით წყვეტს. ამ სიტუაციაში, ისევე როგორც შევარდნაძის დროს, პოლიცია თავად გახდა დამნაშავე. ჩემი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია დავეხმარო საქართველოს. ვიცი, რომ ქვეყანაში კრიმინალურ ქაოსს დავასრულებ და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებ საქართველოს ამ პრობლემების დაძლევაში დახმარებას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics