10:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 14:21:42, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს

უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ასევე, ჩვენი წინადადებებიც იყო, სულ მცირე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებისა და ცაში, ზღვასა და ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ. რუსეთმა ამ ყველაფერს დაბომბვებისა და თავდასხმების ახალი ტალღებით უპასუხა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლაა საჭირო.

„იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკებებს დათანხმდეს, ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი. რაც უფრო ეფექტური იქნება სანქციები, მით უფრო დიდი იქნება რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics