15:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 16:48:25, 668 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ  აჭარის მუნიციპალიტეტებში 120-მდე ნიშნული განათავსა, რომელთა შორისაა ორი ახალი ტურისტული ბილიკი ქედასა და შუახევში.

მათივე ინფორმაციით, ახალი ტურისტული ბილიკების ჩათვლით მთიან აჭარას 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი გააჩნია, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამოგზაურო პორტალზე infoajara.com. პორტალზევეა შესაძლებელი მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კოტეჯების, ტურისტული სერვისების, პროდუქტებისა და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციებისა და საკონტაქტოების ნახვა.

“მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი ქობულეთის ტორფნარზე, კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-მდე ტურისტულად საინტერესო მიმართულებებზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა). მთიანი აჭარის  ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ახალი პროდუქტების შექმნის მიზნით 2025 წელს 5 560 000 ლარის დახარჯვა იგეგმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics