09:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 16:14:48, 552 ნახვა

რეგიონი
კასპის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო

კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები  – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.

„მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების შემდეგ, სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 100 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შალვა გოჩიტაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარით დაასაჩუქრა.

ვეტერანთა საქმეთა სამსახურის უფროსმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა ომის ვეტერანს,  ვეტერანთა საქმეთა სამსახურის საჩუქრები გადასცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები  – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics