2020-04-20 16:02:09, 19470 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთის პრეზიდენტი - კორონავირუსის გამო, საზღვრები კიდევ ერთი წლის განმავლობაში არ უნდა გავხსნათ
კორონავირუსის გამო, საზღვრები კიდევ ერთი წელი არ უნდა გავხსნათ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა ადგილობრივ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეები არ უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ და სასურველია, რომ ზაფხულის არდადეგებზე ისინი დატკბნენ ჩეხური პეიზაჟების ყურებით.
ზემანის თქმით, საზღვრების გახსნა გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები წავლენ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შანსები, რამაც შესაძლოა კვლავ გააუარესოს ჩეხეთის ეპიდსიტუაცია.
ცნობისთვის, ჩეხეთმა საზღვრები სრულად 16 მარტს ჩაკეტა. ქვეყნის დატოვება მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალურიი ნებართვის ქონის შემთხვევაში შეუძლიათ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან