17:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 14:19:17, 3249 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე ექიმებს - იმიტომ ხართ ექიმები, რომ ცხელებიან ავადმყოფს რომ მიიღებთ, გაარკვიოთ რატომ აქვს ცხელება

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აჟიოტაჟი ატყდა ცხელების კლინიკებთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკებშიც.

იმნაძე აღნიშნავს, რომ აქ საშიში არაფერია და ექიმის მოვალეობაა, პაციენტს რომ მიიღებს ცხელებით განსაზღვროს რატომ აქვს სიცხე. აუცილებელი არაა კორონავირუსის გამო ჰქონდეს პაციენტს ტექმპერატურა. შესაძლოა მან ინერვიულა ან ინფაქტი აქვს. ამ შემთხვევაში კი ექიმებმა ეს ყველაფერი უნდა გაარკვიონ.

იმნაძე მიმართავს ასეთ ექიმებს და ამბობს, რომ „სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს, ვინც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად“.

„ცხელების ცენტრებზე აჟიოტაჟი ატყდა, რაღაცნაირად სამწუხაროდ ჩემი კოლეგების ნაწილიც შეშფოთდა. კარგით ახლა სასაცილო ნუ გავხდებით, კოლეგებო, ყველას არ ეხება ასეთი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები, რომ ცხელებიან ავადმყოფს რომ მიიღებთ უნდა გაარკვიოთ რატომ აქვს ცხელება. იქნება უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფაქტი აქვს და სიცხემ მოიმატა და ინფაქტიანს რომ სიცხე ექნება ხო ვიცი, ხო არაა აუცილებელი , რომ ეს იყოს კოვიდ 19-ით გამოწვეული. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს, ვინც ამას აკეთებენ, ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდეთ პროფესიონალურად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics