13:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 11:42:38, 1062 ნახვა

სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 1959 წელს დაბადებული ოთარ ნაკანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ნაკანმა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, კერძო კომპანიის წარმომადგენელს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევით შესრულების შემდეგ, კომპანიის შავ სიაში შეუტანლობის და მომავალში შესრულებელი სამუშაოების მუნიციპალიტეტისთვის უპრობლემოდ ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics