17:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 17:08:11, 1582 ნახვა

Lifestyle
დონალდ ტუსკი „შეჩერების მექანიზმზე“ მიღწეულ შეთანხმებას ქართულად გამოეხმაურა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას Twitter-ზე ქართულად გამოეხმაურა.

"შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - წერს დონალდ ტუსკი.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი LIBE-ს კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინულადაც გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა.  

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს. 

ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობა მომავალ კვირაში დაიწყება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics