10:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 15:38:37, 949 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის ჯანდაცვის კომისიამ სამედიცინო მომსახურება 77 მოქალაქეს დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ მორიგი კომისიის სხდომა გამართა. კომისიამ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება 77 მოქალაქეს დაუფინანსა.

ჯანდაცვის განყოფილების ინფორმაციით, შემოსული განაცხადებიდან 39 ბენეფიციარი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას, ხოლო 31 ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას ითხოვდა. ყველა შემოსული განაცხადი სრულად დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის კომისაიამ დღევანდელ სხდომაზე სამი სამედიცინო ოპერაცია და ოთხი რეზონანსული ტომოგრაფია დააფინანსა. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე სამედიცინო მომსახურებაზე 23 924 ლარი გამოიყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics