10:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 10:07:49, 814 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დეტალურად გააცნო უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, ასევე აკადემიაში არსებული სკოლებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა და ფუნქცია-მოვალეობები. შეხვედრაზე აკადემიის სამომავლო გეგმები და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გატარებული ღონისძიებებიც განიხილეს.

 “დღეს მქონდა საქმიანი შეხვედრები თავდაცვის აკადემიაში. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო. თავდაცვის აკადემია ძალიან მაღალი კლასის, საკმაოდ პრესტიჟული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. ეს არის ერთადერთი სასწავლებელი, რომელიც სამხედრო განხრით, უმაღლეს განათლებას უზრუნველყოფს. ჩემი დაინტერესებაა, რომ საქართველოში აკადემიის პრესტიჟი კიდევ უფრო გაიზარდოს და უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიზიტის დასასრულს, მინისტრის მოადგილე თავდაცვის აკადემიის სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics