23:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 12:59:20, 656 ნახვა

სამართალი
სარფში მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტ   „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, არადეკლარირებული საქონელი, 69,61 გრამი ოქროს ნაკეთობები, თურქეთის რესპუბლიკიდან შემომავალ საქართველოს მოქალაქე ა. რ.-ს აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ  3440,82 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3440,82 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, კონტროლის ზონაში.

„თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ფ.ო., რომელსაც ფიზიკური დათვალიერების შედეგად  მებაჟე ოფიცრებმა 8,32 გრამი კანაფის ფისი აღმოუჩინეს. ასევე კანაფის ფისი (0,07 გრამი) აღმოაჩნდა თურქეთის მოქალაქე ჰ.რ.-ს. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის  საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics