11:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 11:49:30, 5916 ნახვა

კულტურა
მაგთი კლუბში „ცოცხალი კომუნიკაცია“ გრძელდება

მაგთი კლუბის პროექტის, „ცოცხალი კომუნიკაციის“ ფარგლებში 29 ივნისს, 20:00-ზე, რუსთაველის 22-ში გაიმართება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფერმწერ-გრაფიკოსის, ქეთი დავლიანიძის პერსონალური გამოფენა.

მისი ნამუშევრები დაცულია როგორც თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში: რუსეთი (მოსკოვი), ესპანეთი (ბარსელონა), გერმანია (ბერლინი, დიუსელდორფი), აშშ (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ატლანტა). ქეთი დავლიანიძეს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონია და მრავალ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მაგთი კლუბის პროექტი „ცოცხალი კომუნიკაცია“ წელიწადზე მეტია, რაც მასპინძლობს ლიტერატურის, ხელოვნების, თეატრისა და კინოს, მეცნიერების დარგების წარმომადგენლებს, მათ შორის იყვნენ: გელა ჩარკვიანი, დათო ტურაშვილი, დათო გაბუნია, მანანა მენაბდე, ზურაბ რთველიაშვილი, ერეკლე დეისაძე, რუსუდან რუხაძე, ქეთევან მეფარიძე, თამთა მელაშვილი, ლიზი ბუდაღაშვილი, რამაზ იოსელიანი, რუსუდან ბოლქვაძე, მზექალა შანიძე, ზურა ყიფშიძე, გიორგი ყიფშიძე, ვანიკო თარხნიშვილი, გიგა ბათიაშვილი.


 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics