13:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 11:34:45, 716 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ბიუჯეტის კორექტირება კაპიტალური და სოციალური ხარჯების შემცირებას არ გამოიწვევს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას არ გამორიცხავს.
თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის ცვლილების შემთხვევაში, კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირდება.
„ეკონომიკის მინისტრმა და ჩვენ თებერვალში ვთქვით, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირება.  ჯერჯერობით ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით, თუმცა, ეს კონომიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ჩვენს პროგნოზებს გადავხედოთ. თუ პროგნოზები ოფიციალურად შეიცვლება, ამ შემთხვევაშ მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება, მაგრამ შესაძლებელია არ იყოს ხარჯების შემცირება.  დარწმუნებით გეტყვით, რომ კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირდება. შესაძლებელია,  ერთი ტიპის შემოსავალი, მეორე ტიპის შემოსავალმა ჩაანაცვლოს“, – აღნიშნა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics