12:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:25:03, 910 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზატლერსი ესტუმრა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, დღეს, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზატლერსი ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელ სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა.

ვლადის ზატლერსი აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს შეხვდა და მათ ლექცია წაუკითხა თემაზე: „ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები“.

ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების კითხვები ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო.

ვლადის ზატლერსი საქართველოში გამართული 2015 წლის ევროპის კვირეულის ფარგლებში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics