2015-03-28 11:25:23, 505 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება პრეზიდენტის მოხსენებას თუ მთავრობა დაესწრება
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება თუ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„კარგი ტრადიციები უნდა დამკვიდრდეს, როდეს სახელმწიფოს მეთაური მიდის პარლამენტში მას უნდა მოუსმინონ, ასვევ უნდა იყოს შესაძლებლობა კითხის დასმის და პოლიტიკური დებატების გამართვისაც. ეს ჩემი აზრით ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება და ამას მთვრობის წარმომადგენლებიც უნდა ესწრებოდნენ“,-განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 31 მარტს პარლამენტში მოხსენებით წარსდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან