10:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 10:40:47, 867 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

აჭარის მოსახლეობისთვის ახალი წლის მილოცვის შემდეგ 31 დეკემბერს  რეგიონის პირველი პირი  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან  ერთად სახანძრო-სამაშველო სამსახურში იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ იმ უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და სადღესასწაულო დღეებშიც მორიგეობენ, ახალი წელი პირადად მიულოცა, მათ მშვიდობიანი ღამე და წარმატებული წელი უსურვა.

,,ამ ახალი წლის ღამეს მოვიარეთ ბევრი ლოკაცია. ახლა ვიმყოფებით იქ, სადაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანები. განსაკუთრებით მინდა მივულოცო საგანგებო სამსახურებს, რომლებიც დღე და ღამ დგანან ჩვენი მოსახლეობის სადარაჯოზე. მათ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა აკისრიათ და ისინი პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მინდა ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიკეთე. დიდხანს მდგარიყვნენ  თავიანთი ქვეყნის და ხალხის სამსახურში"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მილოცვისას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics