2015-03-25 16:37:37, 409 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.
"დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ჩვენმა ეკლესიამ გამოიარა ავტოკეფალიის დაკარგვის უმძიმესი წლები, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას კი, ას წელზე მეტი დასჭირდა. ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში.
ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან