00:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 17:34:10, 777 ნახვა

საზოგადოება
ნიუ–ჯერსიში დაღუპული ბესო გორჯოლაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

 ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ცერემონიალზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად და მაღალი რანგის ოფიცრები.

 თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კასპის რაიონში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერებიც ჩავიდნენ. დაკრძალვას დაესწრნენ ასევე, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, დაღუპული კურსანტების ქართველი და ამერიკელი მეგობრები.

რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე სამთავისის ტაძრიდან გამოასვენეს და კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო. სამხედრო ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics