11:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 12:05:54, 373 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანიამ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა.

ამის შესახებ ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ბატონი დიმიტრი არის პროფესიონალი ეკონომისტი, რომელსაც აქვს, როგორც საჯარო უწყებებში, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დიმიტრი მთელ თავის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს დედაქალაქის განვითარებას მოახმარს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ქუმსიშვილმა ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics