00:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 19:48:12, 1225 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი: თავდაცვის ახალ მინისტრთან ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა მექნება

თავდაცვის ახალ მინისტრთან ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა მექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„როდესაც თავდაცვის მინისტრი ჩვენ გვყავდა სამხედრო პირი, მაშინ მე და ჩვენი პარტია, რესპუბლიკელები, გამოვდიოდით იმ ინიციატივით, რომ გადავსულიყავით იმ სისტემაზე, როდესაც თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები - პოლიტიკოსები. ეს არის, ჩემი აზრით, ის ევროპული მოდელი, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ და მე ამის თაობაზე მქონდა ჩემი პოზიცია. ლევან იზორია არის თავდაცვის მინისტრი, მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე - უშიშროების საბჭოს წევრი. მე ვარ თავდაცვის, ჯარის და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ისეთივე მომხრე და მონდომებული, როგორიც ვიყავი გუშინ და გუშინწინ. ამიტომ მე მინისტრთან მექნება ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics