18:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 17:37:42, 764 ნახვა

სამართალი
სასაზღვრო პოლიციას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში აკრედიტებული, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ატაშეები ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის განვითარების საკითხებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, დეტალურად განიხილეს სანაპირო დაცვის როლი, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და უწყებათშორისი თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო უსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.

შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სფეროში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან უსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics