14:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-15 20:34:09, 3667 ნახვა

პოლიტიკა
სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები ირიცხებიან.

სანქცირებული ტელეარხ „იმედი TV“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა.

დოკუმენტის თანახმად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე, ხოლო მოადგილედ - ნათია სონღულაშვილი აირჩია.

ტელეკომპანიის განახლებულ სამეურვეო საბჭოში შვიდი ახალი წევრია:

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელეკომპანიის აქციების 10%-ის მფლობელი ირაკლი ჩიხლაძე.

ნათია სონღულაშვილი, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის აქციების 10%-ის მფლობელი.

მაგდალინა ანიკაშვილი, გადაცემების „იმედი LIVE“ და „Pryamoy Efir“ (პირდაპირი ეთერი) წამყვანი.

მარიამ ლომიძე, ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ის არის ქართული მედია საპროდიუსერო ჯგუფის, „იმედის“ დირექტორი და მისი აქციების 10%-ის მფლობელი.

ვასილ კალანდარიშვილი „იმედის“ ფინანსური დირექტორი და ტელეკომპანიის 10%-იანი წილის მფლობელია.

მაია ჩიგოშვილი „იმედის“ პროგრამების დირექტორი და ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელია.

ილია მიქელაიშვილი „იმედის“ აქციების 50%-ის მფლობელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics