12:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 13:21:01, 5460 ნახვა

პოლიტიკა
კაძელაშვილი: დაკავებამდე, თავისუფლების სანაცვლოდ, TV IMEDI-ს ეთერში დაჯდომა შემომთავაზეს

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ვასილ კაძელაშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე, თავისუფლების სანაცვლოდ, პროპაგანდისტული და სამთავრობო TV Imedi-ს ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა.

წერილს, სადაც ვასილ კაძელაშვილი ამაზე საუბრობს, TV Pirveli ავრცელებს. 

"მოგესალმებით! მადლობა მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.

ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ერთგულება, გაფასებთ და მიყვარხართ.

დაკავებამდე, გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ შემომთავაზეს იმედის ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა, თუმცა ვერ გამტეხეს და ციხეში წასასვლელად გავემზადე.

ახლა, როცა ვითომ პრეზიდენტის შეწყალების საკითხი დადგა, მინდა გითხრათ: 2025-საც ციხეში შევხვდით, 2026-საც ციხეში შევხვდებით, 2027-საც და იმდენ წელს, რამდენიც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება.

არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ვერაფერს ვაღიარებთ, რაც არ ჩაგვიდენია.

გილოცავთ დამდეგს. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და წინსვლის წელი.

ბოლომდე!", - ნათქვამია ვასილ კაძელაშვილის წერილში.

23 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და დარღვევებზე ისაუბრებს.

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics