2016-03-28 12:03:32, 992 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტის ვინაობა, რომელმაც პაკისტანში თავი აიფეთქა, ცნობილია
ტერორისტის ვინაობა, რომელმაც გუშინ პაკისტანში თავი აიფეთქა უკვე ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ნიუ-დელი" ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, თვითმკვლელი ტერორისტი უსუფ ფარიდია, რომელიც 1988 წელს პაკისტანში პენჯაბის პროვინციაში დაიბადა.
წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტმა რელიგიური განათლება ქალაქ დერა გაზში მიიღო, რის შემდეგადაც 8 წლის განმავლობაში სასულიერო აკადემიაში ასწავლიდა.
მედია საშუალების იონფორმაციით, ანტიტერორისტული რეიდის შედეგად 15 აჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის უსუფ ფარიდის 3 ძმაა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანში, ლაჰორში ტერაქტის შედეგად 70 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულები რიცხვი 300-ზე მეტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან