11:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 17:48:35, 703 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმერ ზელენსკი - თუ უკრაინა NATO-ში არ იქნება, საჭირო იქნება, უკრაინამ უსაფრთხოების სისტემა ევროპასთან ერთად განავითაროს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფე3რენციაზე თავდაცვის საკითხზე გაამახვილა ტურადღება. როგორც თავად უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, იქამდე სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება, მას 1.5 მილიონი ჯარისკაცისგან შემდგარი არმია სჭირდება, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს და თავი დაიცვას.მან ასევე ევროპისა და უკრაინის ერთობლივი უსაფრთხოების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ უკრაინა NATO-ში არ იქნება, საჭირო იქნება, უკრაინამ უსაფრთხოების სისტემა ევროპასთან ერთად განავითაროს და მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა ეს გააცნობიერონ.

„თუ ჩვენ არ ვართ NATO-ში, ან სანამ არ ვართ NATO-ში, სწორედ ასეთი არმია უნდა გვყავდეს, რომელსაც დაცვა შეუძლია. ეს ნიშნავს შესაბამის იარაღს, NATO-სას, და სამხედროების შესაბამის რაოდენობას, ჩვენსას, უკრაინელებისას. თუმცა, რა არის ეს რაოდენობა? მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით რიცხვებს, რომლებიც ყველა სამხედროსთან ერთად გვესმის. ეს იქნება 1.5-მილიონიანი არმია. მაგალითად, საომარი ბრიგადები ჩვენ ორჯერ ნაკლები გვყავს (რედ. - რუსეთზე). დღეს მათ 220 საომარი ბრიგადა ჰყავთ, ჩვენ კი 110. ესე იგი, ჩვენ 220 გვჭირდება". - თქვა ზელენსკიმ.

14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. ცნობილი იყო, რომ ზელენსკი აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს უნდა შეხვედროდა. თუმცა Kyiv Independent საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გადაიდო, რათა აშშ-მკიევის მიერ შეთავაზებული პარტნიორობის დოკუმენტი განიხილოს.

დღეს, 14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებთ, მიუნხენში აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკებენ.

„რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. უკრაინაც დაპატიჟებულია.“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, ზელენსკის მრჩევლის, დმიტრი ლიტვინის თქმით,  უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics