20:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 17:34:52, 1311 ნახვა

მსოფლიო
კერი: სირიაში ვითარება არ გაუმჯობესდება, თუ ბაშარ ასადი პოსტს არ დატოვებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სირიაში ვითარების გაუმჯობესებას იქამდე გამორიცხავს, სანამ ბაშარ ასადი პოსტს არ დატოვებს, - ამის შესახებ ჯონ კერიმ „Orient News“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აშშ და ჩვენი ბევრი მოკავშირე, თვლის, რომ სირიაში ვითარებას, ბაშარ ასადი უფრო აღვივებს. ძნელია სირიაში მშვიდობასა და ვითარების გაუმჯობესებაზე ისაუბრო, მაშინ როდესაც ასადი პოსტს არ ტოვებს. მიზანშეწონილი იქნება, თუ ის პოსტს დატოვებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ინტერვიუში კერიმ, ასევე რუსეთი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ასადის ყველა ოპონენტს ტერორისტად მიიჩნევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics