22:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 18:09:38, 535 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტში 2015 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარო ჩხაიძემ და დასაქმების სააგენტოს დირექტორმა კობა ნაკაიძემ ხულოს მუნიციპალიტეტში 2015 წლის პროგრამები წარადგინეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

ცნობისთვის, შეხვედრის მიზანი სამინისტროს პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

2015 წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics