22:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:02:02, 1207 ნახვა

სამხედრო
გუდაურში სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) ტარდება.

ზამთრის კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, თურქეთისა და სომხეთის ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 3 და 5 სპეციალური ძალების მომავალი ინსტრუქტორი გადის.

წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სხვადასხვა მანძილზე და სხვადასხვა პოზიციიდან წარმოებდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ.

სწავლების მეორე ეტაპზე მსმენელები გუდაურში იმყოფებიან. სამხედროები  მაღალ მთაში გადაადგილების, დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის, ტექნიკური სრიალის სწავლებებს გადიან. კურსის ფარგლებში, ისინი თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს“ მოწყობასაც სწავლობენ.

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი ერთ კვირაში საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დასრულდება. მსმენელები სწავლების წარმატებით გავლის სერთიფიკატებს მიიღებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics