14:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 13:00:38, 1394 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში მიმდინარეობს

"ევრონიუსისა" და "დოიჩე ველეს" შემდეგ აჭარის რეკლამას უკვე  BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საიმიჯო რგოლში, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია წარმოჩენილი.

„პრესტიჟული ბრიტანული მედიასაშუალება მსოფლიოს 29 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოზიციონირების მიზნით საერთაშორისო მედიასაშუალებებთან წლებია თანამშრომლობს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და "ევრონიუსი" ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.

აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაცია უკვე განხორციელდა 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე, საერთაშორისო მედიასაშუალებებში, სამიზნე ქვეყნების გამოცემებსა და ტელევიზიებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ასევე გრძელდება უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა რეგიონში. აჭარას უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი, არაბი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics