2023-06-11 17:31:08, 1348 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ დოღი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, "იორამის გორას" ტერიტორიაზე, სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით, დოღში შეჯიბრი გაიმართა.
კასპის მერიის ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14 ცხენოსანი.
"შეჯიბრში პირველი ადგილი კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი, ხოლო მესამე ადგილზე თვალადელი გიორგი კაციაშვილი გავიდა.
საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.
გამარჯვებულებს მედლები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს.
დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),