15:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 17:02:37, 2377 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ,,სირცხვილიას’’ ლიდერები ბოლოსკენ გამოჩნდნენ და რიყეზე ხალხის მესამედიც ვერ ჩაიყვანეს

უმრავლესობა ამ ხალხისა არა პოლიტიკური  მხარდაჭერისათვის, არამედ ევროპული იდეის მხარდაჭერისათვის იყო იქ მისული. ყველას მომხრე ,,ქართული ოცნების,’’ ,,ნაცმოძრაობის’’, სხვა პოლიტიკური პარტიების, თუ აპოლიტიკური ადამიანები იყვნენ აქციაზე. მათ  ვერ გაბედეს გაეხმოვანებინათ ამ აქციის განმავლობაში მკვეთრად პოლიტიკური და ნაცური მესიჯები. აპარებდნენ ,,დოზირებულად,’’ მაგრამ მათ მაინც ვერ გაუძლეს ცდუნებას და ბოლოსკენ გაახმოვანეს მიხეილ სააკაშვილის დაწყებული მესიჯი,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 
 
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ,,სირცხვილიას’’ ცნობილი ლიდერები გამოჩნდნენ ბოლოსკენ და მიხეილ სააკაშვილის მესიჯი გაახმოვანეს. მისი ვარაუდით, შესაძლოა, ამან განაპირობა, რომ აქციიდან რიყეზე მხოლოდ მცირე რაოდენობის ხალხის ჩაიყვანე შესძლეს. 

,,მთელი იმ ხნის განმავლობაში ,,სირცხვილიას’’ ჩვენთვის ცნობილი ლიდერები ვერ გამოჩნდნენ. გამოჩნდნენ მხოლოდ ბოლოსკენ, როდესაც აქცია დაიშლებოდა, თუ არ დაიშლებოდა, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა და შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ რიყეზე მესამედიც ვერ ჩაიყვანეს ხალხის იმ დიდი რაოდენობიდან. და ბოლოს გაახმოვანებინეს მაინც ეს დაუმორჩილებლობა, რადიკალური მესიჯები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ნაცმოძრაობის ინტერესებზე და ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეების ინტერესებზე  მუშაობენ და საერთოდ არ აინტერესებდათ იქ გულწრფელი ადამიანების რეალური ხმა. მათ აინტერესებდათ ის გეგმა, რომელიც კარგა ხნის წინ ბაკურიანში დაგეგმეს და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics