11:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 22:48:29, 2928 ნახვა

კომენტარი
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე – პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების ყველა რეკომენდაცია შესრულდება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებსაც  ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ფარგლებში გასცემს. როგორც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო მზადაა, რეკომენდაციების შესრულება ხვალიდანვე  კანონმდებლობის სრული დაცვით დაიწყოს.

„აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა და, ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში რეკომენდაციები იქნება შესრულებული. პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ექიმების მიერ გაწეული აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის  სრული დაცვით შესრულდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა  ამ ეტაპზე  თავად ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების  გასაჯაროებისგან თავი შეიკავა, თუმცა, გამოთქვა მზადყოფნა მათი სრულყოფილად შესრულებისთვის.

მინისტრმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია, ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის სტაბილური  ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნეს უზრუნველყოფილი.  ამ მიზნით შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics