2015-09-17 13:16:21, 649 ნახვა
სამართალი
„იმედის“ საქმეზე მიმდინარე პროცესს გიგი უგულავა ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე ადვოკატებმა გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატის თქმით, უგულავა უკანონო პატიმარია და სასამართლომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების საფუძველზე ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ადვოკატების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა,რომ უგულავა უკანონო პატიმარია და მისი გათავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა მომხდარიყო.
დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიგი უგულავა ესწრება. სხდომაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და უგულავას ოჯახის წევრები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან