2020-05-16 13:48:58, 15611 ნახვა
ომი უკრაინაში
Académie Française - ფრანგულ ენაში კორონავირუსი მდედრობითი სქესისაა
თვეების განმავლობაში, საფრანგეთის ხალხი აწყდებოდა დილემას იმის შესახებ, თუ რომელი სქესისაა კორონავირუსი, მდედრობითის თუ მამრობითის.
ამ საკითხზე ფრანგული ენის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელმა ჯგუფმა, Académie Française-მა იმუშავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგები დაავადების სახელის წინ „ლე-ს“ ან „ლა-ს“ იყენებენ. მაგრამ არა ამ შემთხვევაში.
Académie Française-მა საბოლოოდ მიიღო გადაწყვიტა, რომ ფრანგულ ენაში კორონავირუსი მდედრობითი სქესისაა. შესაბამისად, ენაში სწორ ფორმად მიიჩნევა La Covid19 და არა - Le covid19.
ცნობისთვის, ჯგუფი ფრანგული ინსტიტუტია, რომელიც ფრანგული ენის შენარჩუნებას უჭერს მხარს. მათი შრომა ნაწილობრივ ეყრდნობა არსებითი სახელების დალაგებას სქესის მიხედვით, სწორედ ამიტომ დადგა კორონავირუსისთვის სქესის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან