2020-05-07 08:06:12, 7675 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერის შემდეგ კორონავირუსი რუსეთის კულტურის მინისტრსაც დაუდგინდა
რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს, ოლგა ლუბიმოვოს კორონავირუსი აღმოაჩნდა. იგი დისტანციურ მუშაობაზე იქნა გადაყვანილი. ლუბიმოვა რუსეთის ხელისუფლების მესამე წევრია, რომელსაც Covid-19 დაუდგინდა.
"კორონავირუსის ტესტირების შედეგად, მინისტრს აღმოაჩნდა დადებითი პასუხი. ამ ეტაპზე ის რჩება სახლში და აგრძელებს თათბირებს ვიდეოზარის საშუალებით. თავს გრძნობს კარგად. მონაწილეობს ხელისუფლების ყველა სხდომაში ონლაინ." - განუცხადა, РБК-ს მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ანა უსაჩევამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და მშენებლობის მინისტრს ვლადიმერ იაკუშევს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,