2020-05-06 18:35:13, 13008 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსი 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდგინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
გამოცემა „რესის“ ინფორმაციით, კორონავირუსი 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდასტურდათ.
„დედა და შვილი ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. სამკურნალო დაწესებულებაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და გამოწერეს. სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაბრუნდნენ და არავითარი კლინიკური სიმპტომი არ ჰქონდათ“, - განაცხადა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანა გაგლოევამ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დღეს, 6 მაისს დადასტურდა. ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუდგინდა, რომელიც ცხინვალში რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,