14:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 19:34:22, 2342 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული ფორმატით დაბრუნდა და პროექტის ფარგლებში  17, 18 და 19 აპრილს რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში — პარასკევიდან კვირის ჩათვლით — სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

17, 18 და 19 აპრილს გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე მეწარმე ქალის მიერ შექმნილი პროდუქცია - საკვები პროდუქტები , ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.

„საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი მეწარმე ქალების საქმიანობის გაფართოებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბაზარი ორბელიანთან თანამშრომლობით, იქმნება რეალური სივრცე, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ, გაყიდვები გაზარდონ და საქმიანობა ახალ საფეხურზე გადაიყვანონ“, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბაზარი ორბელიანის მისამართია: თბილისი, ვეკუას ქუჩა, 3ა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics