2015-07-15 17:04:06, 1209 ნახვა
მსოფლიო
ციპრასი: ევროზონის ლიდერების მიერ შემოთავაზებული გეგმა ირაციონალურია
საბერძნეთის პრემიერ მინისტრი იმ ეკონომიკურ ზომებს განიხილავს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ევროზონის მიერ შემოთავაზებული გეგმა განხორციელდეს. 86 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ეს საკმარისი არაა. ევროზონის მიერ შემოთავაზებული გეგმა საბერძნეთისგან მოითხოვს გადასახადებისა და საპენსიო ასაკის აწევას. ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა მიღწეული შეთანხმების ეფექტურობის მიუხედავად იმისა, რომ თანხმობა უკვე განაცხადა. ციპრასმა სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნულ შეთანხმებას ირაციონალური უწოდა, მაგრამ ამავდროულად მზადყოფნა გამოთქვა, განეხორციელებინა ის, რათა თავიდან აეცილებინა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ჩამოშლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან