2015-05-09 16:27:24, 1082 ნახვა
მსოფლიო
ჰოსნი მუბარაკს კიდევ ერთი ბრალდება დაუმტკიცეს
ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაკს კიდევ ერთი ბრალდება დაუმტკიცეს.
ექსპრეზიდენტს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მუბარაკის გარდა, მის ორ ვაჟს იგივე ბრალდებით ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გამოძიების ცნობით, ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მუბარაკმა და მისმა შვილებმა მილიონობით დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანხები მიითვისეს.
ჰოსნი მუბარაკს ამ დრომდე ბრალდება არაერთი მუხლით აქვს წაყენებული. მათ შორისაა 2011 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დემონსტრანტების დახოცვის ბრძანების გაცემაც.
ჯერჯერობით უცნობია, დააბრუნებენ თუ არა ეგვიპტის ექსპრეზიდენტს ციხეში. ამ დროისთვის ჰოსნი მუბარაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კაიროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან